
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ანტინარკოტიკულ რეფორმას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
"იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდობა, მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის, აუცილებელია პრევენციული, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, თუმცა ამის გატარების შესაძლებლობა არ აქვს არალეგიტიმურ ხელისუფლებას იმიტომ, რომ მას ხალხი არ ენდობა. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას საბოლოოდ, საჭიროა, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებები, მეორე მხრივ, კომპლექსური ღონისძიებები და მესამე მხრივ, პოლიტიკური ცვლილებები", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ცობისთვის, საქართველოს პარლამენტი მასშტაბურ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობისთვის ემზადება, რომელიც ამ მიმართულებით კანონმდებლობის მაქსიმალურად გამკაცრებას ითვალისწინებს. სიახლე საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში დარეგისტრირდება. ცვლილების მიხედვით, მცირე ოდენობის ნებისმიერი ნარკოტიკის გაყიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის რეალიზებას უტოლდება და ის, სასჯელის სახით, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელთან ერთად, ნარკორეალიზატორს ქონების ჩამორთმევაც ემუქრება. პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.