12 მარტი 2025,   16:54
ვრცლად
ელიტური კორუფციის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი", – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა - მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

 

 

 

დღის ამბები