
აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. თეთრის სახლის ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დონალდ ტრამმა თქვა, რომ რუსეთის მხარესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.
ამერიკის პრეზიდენტმა დააანონსა ვაშინგტონში მასა და ზელენსკის შორის მორიგი შეხვედრაც.
"უკრაინამ ცოტა ხნის წინ მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება. ახლა ჩვენ რუსეთთან მივდივართ იმ იმედით, რომ პრეზიდენტი პუტინიც დაეთანხმება ამას, რათა პროცესი დაიწყოს. ჩვენ გვსურს, დავასრულოთ ეს საშინელი ომი, რომელიც ყოველ კვირა 2-დან 3 ათასამდე ჯარისკაცის სიცოცხლეს იმსხვერპლებს, ზოგჯერ 4 ათასსაც კი. მე მივიღე ანგარიშები — ეს არ არიან ამერიკელი ჯარისკაცები, არამედ უკრაინელები და რუსები. თუმცა მსხვერპლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯარისკაცებით: ხალხი იღუპება ქალაქებში, სადაც ყველაფერი ფეთქდება. ჩვენი მიზანია ამ ომის დასრულება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსხვავებით თქვენ მიერ ოვალურ კაბინეტში ნანახი წინა ვიზიტისგან — ეს სრული ცეცხლის შეწყვეტაა. უკრაინამ თანხმობა განაცხადა, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიც დაგვეთანხმება. დღეს და ხვალ გვექნება მათთან შეხვედრები. იმედი გვაქვს, შევძლებთ შეთანხმების დადებას. ცეცხლის შეწყვეტა უმნიშვნელოვანესია. თუ რუსეთი ამას მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი გაგრძელდება, და მსხვერპლი კვლავ ბევრი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.