
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციას ეშინია თვითმმართველობის არჩევნების და ეს ლოგიკურია.
მისვე თქმით, თუ მმართველი გუნდის ოპონენტებს აქვთ გამბედაობა, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
"რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების აქტუალიზებაზე. ლოგიკურია, რომ ეშინიათ და ფრთხილობენ თვითმმართველობის არჩევნებზე. ახალი არჩევნების მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მცირერიცხოვანი აქციები იმართება იმის ფონზე, რომ რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები გველის, სრულებით კარგავს თავის შინაარსს, დანიშნულებასა და ადეკვატურობას, ამიტომ, თუ ვინმეს არჩევნების გზით უნდა რაიმე დაამტკიცოს, საკუთარ ამომრჩეველს ეკონტაქტოს. მოდის თვითმმართველობის არჩევნები და თუ აქვთ გამბედაობა, პოლიტიკური ვაჟკაცობა, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ არჩევნებში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.