12 მარტი 2025,   17:14
ვრცლად
"უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისკენ მისწრაფებაში" - ანალენა ბერბოკი

დასავლეთი საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისკენ მისწრაფებაში".

"ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, დაასრულოს აგრესიული ომი", - ამბობს ანალენა ბერბოკი.

შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.

დღის ამბები