
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება და სწორედ ამიტომ არ სურს კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა, როგორც მაჭავარიანი ამბობს, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ და გარე დაკვეთის მიხედვით იმოქმედებენ.
"იციან, რომ არჩევნებში წააგებენ გამანადგურებელი ანგარიშით, თავს მოიჭრიან სახალხოდ, ეს არ უნდათ და ეძებენ სხვადასხვა მიზეზს. როგორც არ უნდა გადააჯგუფონ, მაინც იგივე შედეგს დადებენ - წააგებენ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ხაზგასმით ვაცხადებთ იმას, რომ როგორც გარედან დაავალებენ, ისე იმოქმედებენ და არ მიცემენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.