10 მარტი 2025,   14:48
ვრცლად
რუმინეთში დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რუმინეთში ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს. დაკავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მას შემდეგ გაიმართა, რაც ცესკომ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა სასამართლოს გადაწყვეტილებით აუკრძალა.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური ჯორჯესკუმ მოიგო. შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. დანიშნულია ხელახალი არჩევნები.

დღის ამბები