
არგენტინის საპორტო ქალაქ ბაია-ბლანკაში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
8-საათიანმა უწყვეტმა წვიმამ გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
1100-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა, საავადმყოფოებიდან ახალშობილების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ქალაქის ოფიციალური ირების განცხადებით, შესაძლოა, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ქალაქში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, პროვინციაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება. ადგილზე მუშაობენ ვერტმფრენები.