
საქმეებში ჩარევის მცდელობა და ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ - ამ თემებზე საუბრობს უმრავლესობის ლიდერი ვრცელ განცხადებაში, რომელიც მამუკა მდინარაძემ "ფეისბუქზე" ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეითის“ დამარცხება", - წერს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ამ პოზიციას ოპოზიციაში არ იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მცდელობა.
"ისინი არიან მტრის ძიებაში, მათ სჭირდებათ მტრის ხატი და სხვადასხვა დროს ეს მტრის ხატი არის სხვადასხვა რამე და ვინმე. მთელი ყურადღება გადააქვთ ვითომ "სკანდალებზე" და "დანაშაულებზე". ეს Deep State სინამდვილეში ამერიკაში ნიშნავს ბიუროკრატიას, ეს არის კონფლიქტი არჩეულ თანამდებობის პირებსა და დანიშნულ თანამდებობის პირებს შორის, ასეა ამერიკაში, ჩვენთან ეს არის რაღაცა ბუა, ომის ძალები, რომლის წარმომავლობაც არის გაუგებარი. ისინი საუბრობდნენ, რომ Deep State არის დაკავშირებული "ბლექ როქთან", ჩვენ ვნახეთ, რომ "ბლექ როქი" დღეს არის მთავარი დასაყრდენი ტრამპის ადმინისტრაციის", - აცხადებს "სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი პაატა მანჯგალაძე.