
პერუში, ლიმაში, მამაკაცს, რომელსაც ლიანდაგებზე ეძინა, მატარებელი დაეჯახა, თუმცა ის გადარჩა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგებზე გაუნძრევლად იწვა, სანამ სატვირთო მატარებელი მიუახლოვდა და დაეჯახა.
"ის აშკარად ნასვამ მდგომარეობაში იყო, ლიანდაგზე ჩაეძინა და მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო“, - განაცხადა ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალმა ხავიერ ავალოსმა.
აღსანიშნავია, რომ შეჯახების შედეგად მამაკაცს მხოლოდ ხელის მსუბუქი ტრავმა აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის.