
საქმეებში ჩარევის მცდელობა და ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ - ამ თემებზე საუბრობს უმრავლესობის ლიდერი ვრცელ განცხადებაში, რომელიც მამუკა მდინარაძემ "ფეისბუქზე" ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეითის" დამარცხება", - წერს მამუკა მდინარაძე.
ის, რაზეც საუბრობს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, სრულად იზიარებენ "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები. ცოტა ხნის განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანამ ჯერ კიდევ რეალურად არსებული საფრთხეების გამკლავება შეძლოს.
"ბევრ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ვხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება. ადრე რაც კეთდებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით, რომელიც თავად ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციამ ამხილა თაღლითობა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები გადანაწილებული არის ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე და ვხედავთ ჩვენ უკვე დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და მთლიანად საქართველოზე.
ეს არის ჩვენთვის ტესტი საბოლოო ჯამში, ვინაიდან, როდესაც საუბარი იყო "დიფ სთეითზე" და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკვოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და ის, რასაც ადრე ერქვა USAID-ი, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი თუ ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ა.შ.
ვხედავთ ჩვენ, რომ ორგანიზაციები პირდაპირ გადადიან სხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ. ვნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რაც ასე ვიცით ღიად, რომლებიც გადაესტონელდნენ.
ვხედავთ ჩვენ ჩვეულებრივად გადანაწილებას იმ რესურსებისა, რომელიც აქამდე USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში, ახლა სხვა ხაზით რომ შემოვიდა საქართველოში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.