
სირიაში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ანალიტიკოსები აფასებენ. მათი თქმით, მსოფლიო ლიდერები და დასავლეთი დუმს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დემოკრატიულად გამოცხადებულმა ახალმა ხელისუფლებამ სირიაში ასობით ადამიანი მოკლა.
ექსპერტების ნაწილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მათივე განცხადებით, სირიაში პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ, დასავლეთის მხრიდან კი ამას არ მოჰყოლია ისეთი კრიტიკული განცხადებები, როგორიც ევროპარლამენტარების და უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან საქრათველოს მისამართით ისმის.
"ეს არის ფაქტობრივად გენოციდი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ გარდაცვლილი არის 200-მდე ბავშვი, მშვიდობიანი მოქალაქეები და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, დასავლეთიდან არის სრული დუმილი და მათი საფირმო შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ დასავლეთს აქვს რეალურად ორმაგი სტანდარტი და მათთვის მთავარი არის არა ფაქტობრივი გარემოება და ის თუ რა ხდება რეალურად, არამედ ის აღქმები, რომლებსაც ისინი ამკვიდრებენ საზოგადოებაში და გარკვეულ ქვეყნებში.
ჩვენ რომ მარტივად შევადაროთ, გვახსოვს რამდენიმე თვის უკან იყო საქართველოში აქციები, რომლის დროსაც დასავლეთი თავის შეშფოთებას გამოხატავდა და სანქციებით ემუქრებოდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ისინ იყენებდნენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს და ფაქტობრივად, დასავლეთის სხვადასხვა ლიდერები საათობრივ რეჟიმში ახდენდნენ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლას, მაშინ, როდესაც უკვე გავიდა 2 დღე სირიაში, მესამე დღეა მიმდინარეობს, და ჩვენ ერთი განცხადებაც კი ვერ ვნახეთ, იგივე დაგმობა და ა.შ. ეს არის საკმაოდ ცუდი სიგნალი", - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ჩიხერიძე.