
ილონ მასკი აცხადებს, რომ "სტარლინკის" ქსელს უკრაინელ სამხედროებს არასდროს გამოურთავს, იმის მიუხედავად თუ როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის პოლიტიკას.
მასკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ "იქსზე" დაწერა, რითაც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის გამოეხმაურა და მას "პატარა კაცი" უწოდა.
სიკორსკი წერდა, რომ თუ "სტარლინკი" არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება უკრაინას, შესაძლოა, "სტარლინკის" სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.
"გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და "სტარლინკის" ჩამნაცვლებელი არ არსებობს" – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში. მასკის მოსაზრებით სტარლინკი უკრაინის არმიის ხერხემალია.
უკრაინას "სტარლინკის" გათიშვით არავინ დამუქრებია, - ასე გამოეხმაურა სიკორსკის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.