10 მარტი 2025,   17:28
ვრცლად
ბელიაშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 236 მუხლით დაიწყო

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს, ტყვიები კი იქვე მდგარ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ფანჯარას მოხვდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

დღის ამბები