10 მარტი 2025,   17:07
ვრცლად
"ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა" - შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს პასუხობს

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის, ბენჟამინ ჰადადის განცხადებით, საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა და აუცილებელია ინკლუზიური დიალოგი.

ბენჟამინ ჰადადის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური შეფასება მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანგი მინისტრი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი განცხადებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

"ვხედავთ, რომ ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში. ის, რაც მათ სურთ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ და მხარს უჭერენ, უნდათ, რომ იყოს რეალობა. ქართველი ხალხი სინამდვილეს ხედავს მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა, სრულად გარედან წახალისებული ძალადობით, რადიკალიზმის ტალღა, რომელიც მათ სურთ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის.

საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%- სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები