10 მარტი 2025,   17:15
ვრცლად
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში იმართება - შენობაში აშშ-სა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან

საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომა ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში ტარდება, რადგან გასულ პროცესზე მოსამართლემ წესრიგის დარღვევის გამო დარბაზში მყოფები სხდომათა დარბაზიდან გაუშვა.

ადვოკატებმა დღეს სხდომის გახსნა მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. სასამართლოს შენობაში იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.

დღის ამბები