
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ისრაელი მძევლების დაბრუნებას ითხოვს, ტერორისტული ორგანიზაცია კი ნეთანიაჰუს მთავრობას ჰუმანიტარული ტვირთის აკრძალვის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო აკრიტიკებს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე ეტაპის ფარგლებში ისრაელმა პირობები წამოაყენა - 24 მძევლის და 34 ცხედრის დაბრუნება და ღაზის სექტორის დატოვება. იგივეს ითხოვს "ჰამასი", რომ "ცახალმა" ანკლავი დატოვოს, აღადგინოს ჰუმანიტარული დახმარება და დანგრეული ინფრასტრუქტურა.