10 მარტი 2025,   14:36
ვრცლად
არგენტინაში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინაში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. შემთხვევის გამო ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

სტიქიის შედეგად განადგურებულია, საცხოვრებელი უბნები, ხიდები, საქალაქთაშორისო მაგისტრალები.

დაზარალებულ რაიონებს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ჯარი.

დღის ამბები