10 მარტი 2025,   17:22
ვრცლად
საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 11-13 მარტს მოძრაობა შეიზღუდება

ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები გამო, 11-13 მარტს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის საფარის დაზიანება ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

"ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დააზიანა გზის საფარი.

ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება 11-13 მარტს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები