10 მარტი 2025,   17:36
ვრცლად
თვითმფრინავი ავტოსადგომზე ავარიულად დაეშვა და აალდა - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, პენსილვანიის გარეუბანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი მოხუცთა თავშესაფრის ავტოსადგომზე ავარიულად დაეშვა, ავტომობილებს შეეჯახა და აალდა.

თვითმფრინავი აეროპორტიდან განრიგის შესაბამისად აფრინდა, თუმცა მალევე აეროპორტში დაბრუნება მოითხოვა, რადგან თვითმფრინავის კარი ჰაერში გაიღო.

თვითმფრინავში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი სხვდასხვა ტრამვებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

დღის ამბები