10 მარტი 2025,   17:32
ვრცლად
კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს - ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა.

მოსამართლემ განმარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, ბრალდებულმა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, ქვეყანა დატოვა და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა.

მოსამართლის განმარტებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნებისმიერი ფორმით ბაჩიაშვილის მონაწილეობა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს. მოთხოვნა სხდომაზე ადვოკატმა დააყენა, მას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული და სამივეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

დღის ამბები