10 მარტი 2025,   14:25
ვრცლად
კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ ქარნი იქნება - ის პირველი პრემიერია, რომელსაც აქამდე პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ ქარნი იქნება. მან შიდა არჩევნების შედეგად უკვე დაიკავა ქვეყნის მმართველი, ლიბერალური პარტიის ახალი თავმჯდომარის პოსტი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 59 წლის კარნი კანადის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელსაც აქამდე პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია. მანამდე ის სხვადასხვა დროს იყო კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარნი აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპის დაწესებულ ტარიფებს კანადამ საპასუხო ზომებით უნდა უპასუხოს.

დღის ამბები