
რუსთავის ცენტრალურ პარკში ყვავილების ფესტივალი გაიმართა. დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფესტივალი რუსთავის პარკის ამფითეატრში დასრულდა, სადაც კულტურის სამინისტროს პროექტის - "ქართული მუსიკა საქართველოს" ფარგლებში კონცერტი გაიმართა.
რუსთაველებისთვის "ფორტემ", "ქართულმა ხმებმა", "შვიდკაცამ", "ალილომ" და "თეატრალურმა კვარტეტმა"იმღერეს.