
დონალდ ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში, ოვალურ კაბინეტში მასსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი მწვავე დიალოგის შესახებ ისაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ გაწეული დახმარებისთვის უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მადლიერებას არ გრძნობს.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რატომ დაკარგა მან ზელენსკისთან საუბრის დროს წონასწორობა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ზელენსკი ხისტი და ჭკვიანია და ბაიდენს ფულს ისე ართმევდა, როგორც ბავშვს კანფეტებს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი მისცა და ამისთვის კიევი მადლიერი უნდა იყოს.