
როგორია საუდის არაბეთში ხვალისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მოლოდინები - შეერთებული შტატებიც და უკრაინაც იმედოვნებენ, რომ შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდება.
ომის დასრულების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, ხვალ, ქალაქ ჯიდაში გაიმართება.
არაბეთში დღეს ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, რომელიც ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს. უკრაინის მხარეს კი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი წარმოადგენს.
პარალელურად, დღეს ჩადის საუდის არაბეთში ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ის მოლაპარაკებებში პირადად არ ერთვება.
"როიტერის" ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე, აშშ-ის დელეგაცია ეცდება გაარკვიოს, რა მატერიალურ დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას ომის შესაჩერებლად. საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ანონიმურად მოიპოვა.