
ლორა თორნტონის ინტერვიუს, სადაც მან საქართველოს შესახებ ისაუბრა, მმართველ გუნდში ეხმიანებიან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ლორა თორნტონს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ემსახურება.
"ლორა თორნტონმა კარგად იცის, რომ საქართველოში მედია თავისუფალია ისე, როგორც არსად. ლორა თორნტონმა კარგად იცის, რომ NGO სექტორი, რომელსაც ის იცავს, ისინი იყვნენ სწორედ, ვინც უცხოურ გავლენას ამკვიდრებდნენ ამ ქვეყანაში და მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ გარე დავალებებით. ამავდროულად, ლორა თორნტონს არ აქვს საერთო ქართველებისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან, ის ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობასა და ჯგუფს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.