
საქართველოს პარლამენტში "მედიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას ეხმიანება მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების ხელმძღვანელი.
"ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, ლორა თორნტონი კანონპროექტს, რომელიც ბრიტანული კანონის გათვალისწინებით არის შექმნილი, თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აფასებს.
"ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე" - ამბობს თორნტონი და საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას "დემოკრატიის ბოლო ბასტიონებად" მოიხსენიებს.
"ნათელია, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს გააფართოოს თავის ხელთ არსებული იურიდიული შესაძლებლობები, რომ სამოქალაქო საზოგადოების დემონსტრანტები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წავიდეს. ვღელავ და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელიც, ჩემი აზრით, არალეგიტიმურია.
ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონი ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს, მაგალითად უნგრეთში, რომ არაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიციირა რუსეთში, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება.
ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდნენ, ახლა გაქრა. საკმაოდ დიდი გამოწვევაა როგორ შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება", - განაცხადა ლორა თორნტონმა.