
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ ვის ირჩევს ქართული ელექტორატი.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის პრინციპული განცხადებები ხშირად იცვლება და ახლა თუ ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, შესაძლოა ეს პოზიცია კვლავ შეიცვალოს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე რიგი დადგეს.
"თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც სულ მალე გაიმართება საქართველოში, კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობა ქართველი ელექტორატი. უმრავლესობის, მმართველი პარტიის პოზიციები არის საკმაოდ მყარი.
რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია საზოგადოების ნდობა, მათი პრინციპული პოზიცია ხშირად იცვლება, შესაძლებელია აქაც შეიცვალოს მათი პოზიცია და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებამდე რიგში ჩადგნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.