
ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ახლა არის განსხვავებული მიდგომები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, თუმცა ევროკავშირი არ ცვლის საკუთარ მიდგომებს, მათ შორის, ომთან მიმართებით.
"ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მთავარია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.