
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლად დანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლეს.
ბელგიის, ლუქსემბურგის, კვიპროსის, ფილიპინების, კამბოჯის, გვატემალის, სომალის, ბურუნდის, მალის, ტაჯიკეთისა და პაკისტანის ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე.