15 იანვარი 2025,   22:01
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქეები თანხმდებიან, რომ არჩევნები გაყალბდა" - ლევან სამუშია პროკურატურის განცხადების შესახებ

გენერალური პროკურატურის განცხადება პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უწყებას ყველა საჭირო მტკიცებულება ჰქონდა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პროკურატურას ყველა სახის მტკიცებულება ჰქონდა იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბება დაედასტურებინა.

"ყველა მტკიცებულება არსებობდა. თურმე, ვერაფერი გამოიძია მაშინ, როდესაც ჰქონდა პროკურატურას ის მტკიცებულება, რომელსაც ჩვენ არჩევნების დასრულების შემდგომ ვითხოვდით, რათა გამოძიება ადეკვატური ყოფილიყო", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურატურამ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლაზე უარი განაცხადა.

"საქართველოს მოქალაქეები თანხმდებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვითხოვდით სამაგიდო სიების გახსნას, ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრების დადარებას, რაზეც უარი განაცხადეს", - განაცხადა ლევან სამუშიას განცხადებით.

პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა. უწყებაში ითქვა რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა მტკიცებულება.

დღის ამბები