15 იანვარი 2025,   21:59
ვრცლად
პროკურატურა მოქმედებს გამოძიების უმაღლესი სტანდარტებით, როცა ოპოზიცია ამომრჩეველს ეუბნება, რომ 300 000 ხმა გაუყალბეს, თავშივე იმ აბსურდის თეატრის დასაწყისია, რომელშიც იმყოფება მთელი ოპოზიციური სპექტრი - ირაკლი კირცხალია

პოლიტიკური შეფასებების საგანია გენერალური პროკურატურის განცხადება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მას 300 000 ხმა გაუყალბეს, აბსურდის თეორიაა.

"საქართველოს პროკურატურა მოქმედებს გამოძიების უმაღლესი სტანდარტებით. როდესაც საქმე გვაქვს სალომე ზურაბიშვილთან და მისნაირ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მხოლოდ აღქმების თეორიით არიან შეპყრობილნი, რა თქმა უნდა, ვერ ითანამშრომლებენ ვერცერთ საგამოძიებო სტრუქტურებთან.

როდესაც ოპოზიცია ამომრჩეველს ეუბნება, რომ 300 000 ხმა გაუყალბეს, ეს თავშივე არის იმ აბსურდის თეატრის დასაწყისი, რომელშიც იმყოფება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თავისი პარტაქტივით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები