24 დეკემბერი 2024,   21:41
ვრცლად
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
არ გაჩერდე - 27 მარტი, 2021 (მთლიანი გადაცემა)
  გადაცემის შესახებ

ეს არის  შოუ, სადაც არავინ ამოწმებს მონაწილის მუსიკალურ შესაძლებლობებს. აქ მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორ მღერი, არამედ  რამდენად კარგად იცი სიმღერის ტექსტი. ყოველი გადაცემის გამარჯვებული იგებს 1 500 ლარს.

გადაცემაში არის ცოცხალი მუსიკა. ყველა სიმღერას ასრულებს ბენდი.

შოუ შედგება 5 ტურისგან და თავდაპირველად ჰყავს 6 მონაწილე.

1-ლი ტური  «აარჩიე 4» -  6 მონაწილიდან ირჩევა 4. ბენდი მღერის  პირველ სტროფს, ჩერდება და აგრძელებს მონაწილე, რომელმაც სწორი სიტყვებით  უნდა იმღეროს. პირველი 4 სწორი ნამღერის შემსრულებელი ხდება ძირითადი 4 მონაწილე.

მე-2 ტური  «დაალაგე სწორად» - ბენდი იწყებს სიმღერის შესრულებას, ეკრანზე კი არეულად მოჩანს ტექსტის კონკრეტული მონაკვეთი. სადაც ბენდი შეწყვეტს მღერას, მონაწილემ სწორად  უნდა დაალაგოს სიტყვები და იმღეროს. ეს  ტური ფასდება  5 ქულით.

მე-3 ტური  «აჯობე მეტოქეს» - მოთამაშეები იყოფიან 2 ჯგუფად. თითო ჯგუფისთვის ბენდი მღერის ერთ სიმღერას და შესრულებისას  6- ჯერ ჩერდება. ამ დროს  ჯგუფის მონაწილეებმა  რიგრიგობით სწორად უნდა გააგრძელონ  სიმღერის სიტყვები. თითო სწორი ფრაზა 5 ქულაა და ამ ტურში მონაწილეს შეუძლია  15 ქულის მოგროვება.

მე-4 ტური  «კარაოკე» - ეკრანზე ჩნდება ტექსტი, რომელსაც აკლია სიტყვები. სწორად ნამღერი თითო სიტყვა ფასდება 2 ქულით, მონაწილეს ამ ტურში  30 ქულის დაგროვება შეუძლია. კარაოკეს ბოლოს ორი მაღალქულიანი მონაწილე  ითამაშებს ფინალში.

ფინალი -  უმაღლესი ქულის მფლობელს აქვს არჩევანი, იმღეროს თუ ამღეროს მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ ბენდი ასრულებს სიმღერის რამდენიმე ფრაზას. შემდეგ ჩერდება და მონაწილემ უშეცდომოდ უნდა შეასრულოს სიმღერის მომდევნო სტროფი მისამღერის ჩათვლით.  პროექტის ამ რაუნდში გამარჯვებული იგებს 1 500 ლარს.

    გადაცემის ჩანაწერები
< ყველა გადაცემა