
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ, გრენლანდიას დანიის პრემიერ-მინისტრი ეწვევა. მეტე ფრედერიკსონი მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე 2-4 აპრილს ჩავა. ის მოლაპარაკებებს გამართავს დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის ახალ მთავრობასთან.
გრენლანდიაში მეტე ფრედერიკსენის ვიზიტი კუნძულთან დაკავშირებით აშშ-თან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით. 28 მარტს გრენლანდიაში იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც.