02 აპრილი 2025,   20:22
ვრცლად
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი გრძელდება - ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე ბინა 29 ოჯახს გადაეცემა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი გრძელდება. ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ამ მისამართზე, 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი მოხდა. მის ნაცვლად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. დაკმაყოფილდება 29 ოჯახი.

პროექტის ჯამური ღირებულება შვიდ მილიონ ლარზე მეტია. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი გაეცნო.

"სამუშაოები მთლიანად სექტემბერ-ოქტომბერში იქნება დასრულებული და ამ 29 ოჯახს გადაეცემა ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ფართები. ერთადერთი რაც ამ ადამიანებს დარჩებათ, ეს არის ავეჯის შეტანა. ძალიან მაგარი პროექტია, ამ პროგრამით ბევრია დაინტერესებული და დედაქალაქის მერია ყველა იმ ოჯახს ხელს შეუწყობს, რომ მეტი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები