02 აპრილი 2025,   20:51
ვრცლად
"ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილი "თავისუფლება მიშას" ბანერების ფონზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პროცესების უკან, რეალურად, დგას რადიკალური ოპოზიცია" - ლადო ბოჟაძე

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილის ტექსტი, რომელიც ისტორიის მიმოხილვა იყო და, ოპოზიციის ერთიანობის ნაცვლად, მათივე მომხრეებშიც გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია," - ასე ეხმაურება რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე. 

მისი თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროცესების უკან რეალურად დგას რადიკალური ოპოზიცია. 

"ვადაგასულ პრეზიდენტს იგივე გამოუვა, რაც აქამდე გამოუვიდა აქციებზე დგომით თუ აქციებზე სიარულით. გუშინ ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილის ტექსტი, რომელიც ისტორიის მიმოხილვა იყო და, ოპოზიციის ერთიანობის ნაცვლად, მათივე მომხრეებშიც გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციის ერთიანობა იყო მოჩვენებითი. მათ არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არ აქვთ, ამიტომ ისინი დამოკიდებულები არიან გარე დაფინანსებაზე, გარე დავალებების მიღებაზე. ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ 31 მარტს რაღაც იქნება, მერე 9 აპრილს რაღაც იქნება და ა.შ. ამ ქვეყანაში არეულობით, დესტაბილიზაციით, ქაოსით, მაიდანის სცენარით და ა.შ. ხელისუფლება არ და ვერ შეიცვლება. ამიტომ, ტყუილად ასეთ ყალბ მოლოდინებს ნუ ქმნიან. ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილი "ფრი მიშას" ბანერების ფონზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას რადიკალური ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობა" და ისინი არიან დამკვეთები და წარმმართველები ამ პროცესის. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად, ყველა, სამწუხაროდ, ვისაც გუშინდლამდე ეგონა, რომ ნაციონალური მოძრაობის გვერდით არ იდგა, რომ აქციებზე დგომა არ ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას და ა.შ. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რისთვის მოიყვანეს ეს ადამიანები," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.

 

 

დღის ამბები