
მინდა, მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს,მათ ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, დიდი ყურადღებით მოისმინონ და თვალყური ადევნონ ამ კომისიის მსვლელობას, რადგან განსაკუთრებით მათთვის ვისაც შეიძლება ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თითქოს მიავიწყდა ის ენით აღუწერელი სისასტიკე, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა განიცადეს, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია პირველწყაროდან მოსმენილი ტრაგიკული ამბები.
"მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო საგამოძიებო კომისიის საქმიანობას,რომელსაც ვთვლი, რომ დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესი როლი და დატვირთვა აქვს.
მინდა, მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს,მათ ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, დიდი ყურადღებით მოისმინონ და თვალყური ადევნონ ამ კომისიის მსვლელობას, რადგან განსაკუთრებით მათთვის ვისაც შეიძლება ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე.
წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თითქოს მიავიწყდა ის ენით აღუწერელი სისასტიკე, რაც ჩვენმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ნათესავებმა, თუ უბრალოდ ჩვენმა თანამოქალაქეებმა განიცადა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია პირველწყაროდან მოსმენილი ტრაგიკული ამბები, რაც დარწმუნებული ვარ თითოეულ ადამიანს თანაგრძნობის და ამავდროულად ბრაზის გარეშე ვერ დატოვებს.
დამეთანხმებით, მარტივი არ არის ხელახლა მოისმინო და გაიხსენო ყველა ისე მძიმე ფაქტი, თუ ისტორია, რაც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონო თეას, რომელიც ღირსეულად უძღვება თავის საქმეს, ასევე, რა თქმა უნდა, კომისიის წევრებს და ყველას ვინც სანდო ინფორმაციას აწვდის მათ.
ვიმედოვნებ, რომ თითოეული ჩვენგანი იაზრებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საგამოძიებო კომისიას და სამომავლოდ მიღებულ დასკვნას!" - განაცხადა ლიკა შარტავამ.