02 აპრილი 2025,   20:31
ვრცლად
ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ. ამის შესახებ მან მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული.

"ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგან კონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებს ახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით - პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები