
"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ ამ თვითმარქვია "მადამ ფრანცუჟენკას" გაუგებარი ინიციატივები. მე მგონი, ამათ "ეკაიფება" - ასე შეიძლება შევაფასოთ," - ასე აფასებს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაუგებარ ინიციატივებზე ილაპარაკა.
"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ ამ თვითმარქვია "მადამ ფრანცუჟენკას" გაუგებარი ინიციატივები. მე მგონი, ამათ "ეკაიფება" - ასე შეიძლება შევაფასოთ. ჯერ რაღაც ქარტიაო, გახსოვთ იქით-აქეთ დაარბენინებდა ამ ხელმოცარულებს და უსამშობლოებს, ახლა - წინააღმდეგობის ჯგუფიო. იმ ქარტიაში რა, წინააღმდეგობის ჯგუფი არ ჰქონდათ? სინამდვილეში, ესაა ქალბატონი ხელმოცარული.
მივმართავ ახალგაზრდებს - გუშინ დარწმუნდით თუ არა ამაში ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის, აფრიალებული პლაკატები რომ იყო? ვინმემ გააპროტესტეთ? - არა, რადგან თქვენც ამ ჯგუფებისგან ხართ მართული. წადით სახლში, წიგნს მოკიდეთ ხელი, თქვენს მშობლებს ელაპარაკეთ და აგიხსნიან, რომ მათი გზა არის ომის გზა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საჭიროა ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით. მის სიტყვით გამოსვლას პარლამენტთან ხმაური, სტვენა და შეძახილები მოჰყვა.