01 აპრილი 2025,   15:05
ვრცლად
თელ-ავივში ათობით ათასი დემონსტრანტი, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ღაზას სექტორში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვენ

თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი ქუჩის აქციებს შეუერთდა. დემონსტრანტები, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და ღაზას სექტორში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვენ. პროტესტის მიმდინარეობისას, პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკებები მოხდა.

ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის ფარგლებში, ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაციას მძევლების სანაცვლოდ, პალესტინელი პატიმრები დაუბრუნა, თუმცა 18 მარტს, ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორზე ცეცხლი განაახლა.

"ჰამასის" ტყვეობაში ამჟამად 59 ადამიანი იმყოფება, თუმცა მათგან ცოცხალი, სავარაუდოდ, მხოლოდ 24-ია.

დღის ამბები