02 აპრილი 2025,   21:18
ვრცლად
ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი ჭაობში იპოვეს - მაშველები კიდევ ერთს ამ დრომდე ეძებენ

აშშ-ის არმიამ დაადასტურა, რომ ექვსი დღის წინ, ლიეტუვის ქალაქ პაბრადის მახლობლად დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი ჭაობში იპოვეს, სადაც ისინი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაშველები მეოთხე ჯარისკაცს ამ დრომდე ეძებენ.

კომპლექსურ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ის არმია და საზღვაო ძალები, ასევე ლიტვისა და პოლონეთის სამხედრო ძალები.

ცნობისთვის, ლიეტუვაში ამერიკული ჯავშანმზიდი სამხედრო წვრთნების დროს დაიკარგა. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ჯავშანტექნიკა ჭაობში გუშინ იპოვეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი 3 ჯარისკაცის ცხედარიც აღმოაჩინეს.

დღის ამბები