01 აპრილი 2025,   15:00
ვრცლად
მათ სურთ, გაასამართლონ ის ადამიანები, რომელთაც 2003-2012 წლებში მონაწილეობა მიიღეს წარმატებული საქართველოს მშენებლობაში - ირაკლი ფავლენიშვილი

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.

დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები - კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სურს იმ ადამიანების გასამართლება, რომლებმაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

"ეს არის, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, პირდაპირ გალაშქრება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მათ შორის, მათ სურთ გაასამართლონ ის ადამიანები, რომელთაც, 2003-2012 წლებში, მონაწილეობა მიიღეს წარმატებული საქართველოს მშენებლობაში. აყენებენ შეურაცხყოფას ყველა იმ ქართველს, რომელიც იცავდა პუტინის აგრესიისგან 2008 წელს საქართველოს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

 

 

დღის ამბები