01 აპრილი 2025,   14:42
ვრცლად
"ის გოლფს ძალიან კარგად თამაშობს" - ტრამპი ფინელ კოლეგას შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფინელ კოლეგას შეხვდა. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალექსანდრ სტუბთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება და ამერიკისთვის ყინულმჭრელების შეძენის საკითხი განიხილა.

შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.

შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.

დღის ამბები