
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ 22 მარტს, უხვი ნალექის შედეგად, სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ინფლიტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.