01 აპრილი 2025,   14:44
ვრცლად
რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

"რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება", - აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

მუსლიმები რამადან ბაირამს ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ აღნიშნავენ. რამადანის მარხვის დროს მორწმუნეები, 30 დღის განმავლობაში, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებაზე.

 

დღის ამბები