
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ეფექტურად ითამაშა - "ტენერიფემ" "სარაგოსა" სტუმრად, ანგარიშით 93:89 დაამარცხა.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
მისი სტატისტიკა: 31 წუთი, 11 ქულა (8/5 ორქულიანი, 6/6 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი. ამ მაჩვენებლით, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.