01 აპრილი 2025,   14:29
ვრცლად
ათასობით დაკავებული, მათ შორის 11 ჟურნალისტი - თურქეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება

თურქეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება – ქვეყანაში მეათე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ისევ ქუჩაში არიან. ხელისუფლება აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლის მანქანებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით არბევს. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს ფეიერვერკებსა და ქვებს ესვრიან. არიან დაშვებულები და დაკავებულები.

უკანონო მიტინგებსა და მსვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, ათასობით ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მათ შორის 11 ჟურნალისტია. დასანქცირებულია რამდენიმე ტელევიზიაც, ერთ-ერთს კი მაუწყებლობა შეუჩერდა.

დასავლეთი თურქეთის ხისტი კრიტიკისგან თავს იკავებს, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ ქვეყანას პასუხი ექნება ყველას მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

დღის ამბები