02 აპრილი 2025,   20:38
ვრცლად
შენობის და მით უმეტეს ადამიანის დასაზიანებლად პიროტექნიკის გამოყენებას "ფეიერვერკს" ვერანაირად ვერ დავარქმევთ - ესაა უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების "ფეიერვერკი" და არ ველი, რომ ვინმე ამ ყველაფერს დაგმობს - ვოლსკი

"ორმაგი სტანდარტის ფეიერვერკს" ვადევნებთ თვალ-ყურს და არც იმას მოველი, რომ ვინმე ამ ყველაფერს დაგმობს, მით უმეტეს არაერთი შეფასებით, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსთველის გამზირზე გამართულ აქციაზე პიროტექნიკის გამოყენება.

მისი თქმით, ეს შეიძლება შიდა ტერორიზმად ჩაითვალოს.

"როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისთვის, შენობის და მით უმეტეს ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად "ფეიერვერკს" ვერ დავარქმევთ. უსამართლობის "ფეიერვერკია", რომელსაც ჩადის, მაგალითად, კონკრეტული ქვეყნების ელჩების ჯგუფი. მაგრამ, ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობა "ფეიერკევრკი", რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, არის ზუსტად გამოსაყენებელი - "უსამართლობის ფეიერკვერკს" ვადევნებთ თვალ-ყურს. "ორმაგი სტანდარტის ფეიერვერკს" ვადევნებთ თვალ-ყურს და არც იმას მოველი, რომ ვინმე ამ ყველაფერს დაგმობს, მით უმეტეს არაერთი შეფასებით. ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც შიდა ტერორიზმი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები