
ჭიათურაში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფი შეთანხმდა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით რადიკალურ ზომებს მიმართავენ. გეგმავენ ქალაქის შესასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტის მოწყობას. ასევე აპირებენ, გააკონტროლონ ტრანსპორტის გადაადგილება, იმისთვის რომ ჭიათურიდან ნედლეულისა და სხვა მასალების გატანა შეფერხდეს.
დღევანდელ აქციაზე პირველად გამოჩნდნენ გერმანიის "მარქსისტ-ლენინისტური" პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჭიათურაში მიმდინარე აქციებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ კავშირზე ღიად საუბრობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათ შორის არის ტარიელ მიქაცაძე, რომელიც ადასტურებს, რომ მათგან ფინანსურ დახმარებას იღებენ. თუმცა სწორედ უცხო ქვეყნიდან მიღებული დაფინანსების გამო, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა საინიციატივო ჯგუფი მწვავედ გააკრიტიკეს და მათ საქმიანობას უნდობლობა გამოუცხადეს.
"გერმანიის მარქსისტ-ლენინისტური პარტია არის გერმანიაში მუშათა ერთადერთი პარტია. ჩვენს უმრავლესობას წარმოადგენენ მუშები. ეს არის საკმაოდ დიდი პარტია. არა იმდენად დიდი, რომ რევოლუცია მოახდინოს, თუმცა საკმაოდ დიდი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ბრძოლებს, როგორი მაღაროელების ბრძოლა. ჩვენი მიზანია ადამიანების გაერთიანება, რათა შევძლოთ მსოფლიოს შეცვლა მუშების სასიკეთოდ. ეს იქნება ნამდვილი