18 მარტი 2025,   14:06
ვრცლად
სამხედრო პირმა თვითმფრინავში დებოში მოაწყო, რის გამოც ბორტგამცილებლებმა ის წებოვანი ლენტით დააბეს - შემთხვევა რუსეთში მოხდა

რუსეთში, 47 წლის სამხედრო პირმა, თვითმფრინავში დებოში მოაწყო, რის გამოც ბორტგამცილებლებმა ის წებოვანი ლენტით დააბეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვიდან კრასნოიარსკის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც, სავარაუდოდ ნასვამმა მამაკაცმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბორტგამცილებლებსა და მგზავრებს.

მამაკაცის აგრესიული ქცევის გამო, ბორტგამცილებლებმა ის წებოვანი ლენტით დააბეს და კრასნოიარსში ჩაფრენის შემდეგ პოლიციას გადასცეს.

დღის ამბები